Featured Posts

მზე რომ ამოვა... მზე რომ ამოვა გამათბობს, მე შენი ცქერა არ მათბობს, მერე წავალ და დავთვრები, შენზე...

Read more

გაზაფხულდება გაზაფხულდება და კვლავ მინდება რომ, დავტკბე შენი თვალების ცქერით, შემოგხედავ...

Read more

ცხოვრების ბოლოს მე... ცხოვრების ბოლოს მე შენ ლექსს გეტყვი, რომ შენ ყოფილხარ ის თეთრი გედი, უფრთო არსება,სათნო,ლამაზი...

Read more

  • Prev
  • Next
/div

ნისია

Category : სასაცილო ლექსები

პახმელიაძე ვიღვიძებ
ბორჯომი მინდა ძალიან,
ჯიბეში ფული არა მაქ
უბორჯომობაც შარია…

არადა ნაღდად ცუდად ვარ,
და თავიც თითქოს სხვისია
მაღაზიაში წავედი,
დალოცვილ იყოს ნისია…

***

Category : ლექსები სიყვარულზე, სასაცილო ლექსები

გოგონას ჩასძინებოდა მივეპარე და ვაკოცე აბა სხვა რა უნდა მექნაო
გამოეღვიძა და მითხრა შენ შეგარცხვინა ღმერთმაო
მარტო კი არ უნდა გეკოცნა სხვა რამეც უნდა გექნაო…..

***

Category : სასაცილო ლექსები

გუშინ დავთვერი ვიჩხუბე მაგრად
გაბრაზებულმა გავტეხე ვაზა
მერე დავწყნარდი და შენს ოთახში
წყნარად ისმოდა ჩორნიე გლაზა..

წუხელ სიზმარში გიხილე

Category : სასაცილო ლექსები

წუხელ სიზმარში გიხილე
გაკოცე აღარ გაგიშვი
გამომეღვიძა მე საწყალს
და ხელში შემრჩა ბალიში….

ყვავილების ქვეყანა

Category : სასაცილო ლექსები

ყვავილების ქვეყანა
ვოლგით შემოვიარე
პაბრიშკები დამეშვა
სულ დისკებზე ვიარე…

ეხება სკოლას

Category : სასაცილო ლექსები

ამოცანა ამოხსენი თორემ ორს დაგიწერს იზო
შეყვარებულს რას ეუბნები მოდი ჩემთან გიჟო???

ამოცანის ამოხსნა არ გეგონოთ ძნელია
ამას ვინც ვერ ახერხებს ის ნამდვილად შტერია

წეღან ლევანისთან მქონდა პატარა შარი
მაგი ფურცელი მომეცი სანამ დარეკეს ზარი

დღეს დილით შემეკითხეს რისთვის, რატომ, რაკი
შარშან შეჯიბრი ჩატარდა მის მსოფლიო ტ##კი

ამ ლექს რომ წაიკითხავ არ იცინო ძალიან
შენ რომ დებილი ხარ რაააა?? ჩემი ბრალიაა??????

ნუ გგონია რომ სკოლაში ყველაფერი შენია
ჭკვიანად თუ არ იქნები მოგაკითხავს ჟენია

შენ რიტმებს ვერ იგონებ ვერ წერ საერთოდ ლექსებს
დღეს საღამოს რომ მოგაკითხო გამომიცხობ კექსებს???

სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში

Category : ლექსები სიყვარულზე

წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო გაზაფხული
იღვიძებდა იაში…
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,
ულამაზეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა
და მე…დავაგვიანე…
რიგში იდგნენ ჭაბუკები,უმეტესად ქალები
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს
მომღიმარი თვალებით…
სევდა მწვავდა თვალთა უპეს
სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო…
აქაც ბოლო ვიყავი.
და როდესაც დახლთან მიველ
მომღიმარი თვალებით,
სიყვარულით ლაჟვარდს ხელში
შეუერთდნენ ქალები.
წიგნის თაროს შერჩენოდა
ერთადერთი კრებული,
და გამყიდველს ის თავისთვის
ჰქონდა გადადებული…
სიყვარული რიგდებოდა
წიგნის მაღაზიაში
ის დღე იყო… გაზაფხული
იღვიძებდა იაში,
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,
ულამაზეს ლიანებს..
სიყვარული რიგდებოდა
და მე…დავაგვიანე…

სიყვარული

Category : ლექსები სიყვარულზე

სიყვარულია, როცა იცი რომ ის შენთვის სუნთქავს…
სიყვარულია, როცა “მიყვარხარ” ათასჯერ უთქვამს…
სიყვარულია, როცა შენს თავს არავის ადარებს…
სიყვარულია, შენს სახელს რომ გულით ატარებს…
სიყვარულია, როცა სჭირდება სულ ცოტა სითბო…
სიყვარულია, სითბოს მეტს რომ არაფერს ითხოვს…
სიყვარულია, როცა იცი რომ ყველაფერს გიმხელს…
სიყვარულია, როცა შენს გამო რას აღარ ითმენს…
სიყვარულია, როცა გაგითბობს გაყინულ ხელებს…
შენი ხათრით რომ გადატეხავს დარჩენილ ღერებს…
სიყვარულია, როცა ვნებით გიხუტებს გულში…
სიყვარულია, როცა იცი რომ არ გაგცვლის ფულში…
სიყვარულია, როცა ღიმილით გაცილებს სახლში…
სიყვარულია, როცა გიცნობს უამრავ ხალხში…
სიყვარულია, როცა იცი რომ ისუნთქებს შენთვის…
სიყვარულია, როცა “მიყვარხარ” ათასჯერ გეტყვის…!

ჩვენი მეგობრობა ჩვენი სიყვარული

Category : ლექსები მეგობრობაზე

ჩვენი მეგობრობა,ჩვენი სიყვარული,

ღმერთს ვთხოვ სულ უცვლელი ყოფილიყოს,

ჩვენი მეგობრული სიყვარული,

სხვისთვის მაგალითი ყოფილიყოს,

ჩვენი მხიარული სახეები

არასდროს მწუხრით არ შეცვლილიყოს,

ჩვენი უცოდველი ნაბიჯები,

მუდამ მისაბაძი ყოფილიყოს.

გაჭირვებაში,ლხინში თუ ჭირში,

სულ მუდამ ერთად ვყოფილიყოთ,

ცხოვრების მკაცრი კანონები,

ჩვენი მეგობრობით დაგვეძლიოს,

ღმერთი გვფარავდეს და მუდამ,

მისი მორჩილები ვყოფილიყოთ!!!

სასაცილო ლექსი

Category : სასაცილო ლექსები

’’საროჩკა’’,’’ნასკი’’,კრაოტი’’,პოლი’’-
მართლაც რომ, ქართველს არა ჰყავს ტოლი.
’’კუხნა’’,’’ბალკონი’’,’’ზალა’’,’’პადვალი’’
-მითხარით ენა ამის ბადალი.
’’პესოკი’’,სუმკა’’,’’ტუფლი’’,’’იუბკა’’
რომელი გოდა ხარ?-’’თხუთმეტი სუტკა’’
’’მოვპარე სპიჩკა-მაქვს ეს პრივიჩკა’’
’’ლამპოჩკა’’,’’ჩაინიკი’’,’’კრაოტი,’’სტოლი’’
-ამბიცია ულევია,ინტელექტი ნოლი.
’’შოფერი’’,’’მატორი’’,’’პაკრიშკა’’,’’ლიჟები’’.
-საბა და ილია-’’იმენა გიჟები’’